|
2016-08-08 19:05:42, 1562 ნახვა
კომენტარი
იზორია: ლევან იზორია არის რიგითი ჯარისკაცი, რომელიც თქვენთან ერთად ემსახურება თავის ქვეყანას
2008 წლის აგვისტოს ომის მერვე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ გორში გაგრძელდა. V ქვეით ბრიგადაში სტუმრობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, მისმა პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და უწყების სხვა ოფიციალურმა პირებმა სამხედრო ქვედანაყოფში არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. მემორიალიდან თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გადაინაცვლა, სადაც მოწყობილ პირად შემადგენლობას მიესალმა და სამხედროებს გვერდში დგომა და მხარდაჭერა აღუთქვა: „8 წლის წინ ამ დღეს თქვენ იდეგით სამშობლოსთვის მძიმე წუთებში წინა ხაზზე და იცავდით თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლეს, ჩვენი შვილების სიცოცხლეს. მე ვამაყობ თქვენით! მინდა, თქვენთან ერთად პატივი მივაგო აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. მათ შორის, ამ ბრიგადამ განიცადა დიდი დანაკლისი. მინდა დაგპირდეთ, რომ თქვენთან ერთად მათი სახელების უკვდავსაყოფად მუდამ ვიდგები ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სადარაჯოზე. მინდა იცოდეთ, რომ ლევან იზორია არის რიგითი ჯარისკაცი, რომელიც თქვენთან ერთად ემსახურება თავის ქვეყანას. მე დავდე ფიცი ჯარისკაცებთან ერთად ქვეყნის წინაშე და თქვენ წინაშეც ვდებ პირობას, რომ შევასრულებ ყველაზე საპატიო მისიას თქვენთან ერთად, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა!“. სიტყვით მიმართვისას ლევან იზორიამ ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მსახურის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და სამშობლოს სადარაჯოზე მსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „თქვენთან ერთად გავიკვლევთ მომავლისთვის გზას, რასაც ჰქვია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ამ გზაში სწორედ თქვენ ხართ, ჩემო კარგებო, ჩვენი ქვეყნის გზამკვლევი, რადგან თქვენმა მისიამ საერთაშორისო ფარგლებში დაამტკიცა ის, რომ ხართ მტკიცედ, მედგრად და ასახელებთ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. დიდი მადლობა თითოეული მოქალაქის სახელით ამისთვის! ღმერთი იყოს თქვენი შემწე! თქვენთან მიგულეთ გვერდში!“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. V ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა ბრიგადაში არსებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერა, სამხედრო ქვედანაყოფში მდებარე ეკლესიაში ბრიგადის კაპელანის, მამა გიორგის მიერ აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედროების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და პირად შემადგენლობასთან ერთად „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)