13:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 15:52:00, 736 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად დასავლეთს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არ შეუძლია

ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილის განცხადებით, თუ დასავლეთი საქართველოს ინტერესების დაცვის მხრივ გააქტიურდება, ამით რუსეთიდან მომდინარე რისკები კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორც ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, დასავლეთის შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს პრობლემების გადასაჭრელად, შეზღუდულია.

 „დასავლეთის პოზიცია საქართველოსადმი, დიდწილად, განპირობებულია არა იმით თუ რა უნდა, არამედ იმით თუ რა შეუძლია. ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ კმაყოფილი იმ ქმედებებისა, რასაც დასავლეთი ახორციელებს და რა პოზიციაც მას უჭირავს. სამწუხაროდ, რეალურ პოლიტიკაში ისეთი ვითარებაა, როდესაც დასავლეთის შესაძლებლობები, მათ შორის ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად, შეზღუდულია. იმ სტატუს-კვოში, რაც დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში შეიქმნა, დასავლეთს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არ შეუძლია.
თუმცა, დასავლელი პარტნიორების გარეშე ჩვენი ტერიტორიების დაცვა შეუძლებელია.   აღსანიშნავია, რომ თუ  ჩვენი ინტერესების დასაცავად დასავლეთი გააქტიურდა, ამით რისკები, სავარაუდოდ, გაიზრდება. 2008 წელსაც სააკაშვილს დასავლეთში ვიღაცამ შეუქმნა განცდა, რომ უპირობო მხარდაჭერა ექნებოდა. ამ ყველაფერმა სააკაშვილს ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი სულელური ქმედების ჩადენისკენ უბიძგა. იმის დეკლარირება, რომ დასავლეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია და ამ სტატუს-კვოს შენარჩუნების მცდელობები, სავსებით საკამარისია ამ ეტაპზე“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics