2016-08-08 15:16:13, 609 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ახლაგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
„ჩვენ პატივი მივაგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომში, თავიანთი მოქალაქეობრივი და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას, ღირსეულად დაიღუპნენ. ჩვენთვის, ქართველი ახაგზარდებისთვის ძალიან მტკივნეულია ის, რომ ასეთი ადამიანები, ასეთი ქართველები ეცლებიან საქართველოს" - განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან