|
2016-08-06 12:45:48, 1157 ნახვა
რეგიონი
ოზურგეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს შენობა გადაეცა
ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურს შენობა გადაეცა. ახალი ადმინისტრაციული ფართი დაათვალიერეს და პერსონალის სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოზურგეთის რაიონულ სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა. ექიმებისთვის, ექთნებისა და მძღოლებისთვის ცალკეა გამოყოფილია მოსასვენებელი და სამუშაო ოთახები. აქვეა გათვალისწინებული მედიკამენტების შესანახი და სასაწყობე სივრცეც. ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 55 თანამშრომელი ამ დრომდე ერთ-ერთი კერძო კლინიკის სამ ოთახში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)