02:41 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-06 10:13:04, 1323 ნახვა

სამართალი
შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რუსლან ჩ., დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქეს 60 000 ლარს სძალავდა და მისი ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების ყოველთვიურ წილს ითხოვდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, არარეგისტრირებული პისტოლეტი და 5 ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics