12:42 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-06 10:46:32, 972 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე: „ნაციონალური მოძრაობა” უკვე მეორე წრეზე აგრძელებს იმ ხალხის დევნას, რომელიც წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა

„ნაციონალური მოძრაობა”, მეორე წრეზე აგრძელებს იმ ხალხის დევნას, რომელიც უკვე ერთხელ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირმა ნადირაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქყვენებულ სტატუსს, იმის შესახებ, რომ ივა ჩიღვინაძე ის პირია, რომელმაც 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი, ვლადიმერ მანსურაშვილი მოკლა და შემდეგ პატიმრობიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

„ თავის ჩვეულ სტილში ნაციონალური მოძრაობა, ამჯერად მტკნარი სიცრუით აგრძელებს უკვე მეორე წრეზე იმ ხალხის დევნას, რომელიც თავის დროზე მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში და რომელიც უკვე ერთხელ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ეს სამწუხარო რეალობა არის  ქართული ოცნების ხელისუფლების უნიათობის ბრალი ნაწილობრივ. ივა ჩიღვინაძე ნამდვილად იმუშავებს პრეზიდენტის კონსულტანტად და მისი უშუალო საქმე იქნება სწორედ ის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა წინააღმდეგობით მოძრაობაში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იყო პოლიტიკურად დევნილი, სრულად აღდგეს საკუთარ უფლებებში",-აღნიშნა ანა დოლიძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics