02:39 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 17:12:05, 1211 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტის ცემის ფაქტზე დაკავებულ თემურ ფიფიას ბრალი წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული თემურ ფ. ცემის ფაქტზე გამოავლინეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ ფ.-მ მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თელავში, ჭავჭავაძის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1982 წელს დაბადებულ რომან ქ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაზარალებულს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თემურ ფ.-ს ბრალი ცემის ფაქტზე წარუდგინეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, თელავში ერეკლე მეორის სასახლესთან „ახალი საქართველოსა” და ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის“ წევრების მიერ   „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“  შეკრების საწინააღმდეგო აქციის დროს,  პოლიციამ "ერთიანი კომუნისტური პარტიის“  ლიდერი თემურ ფიფია დააკავა.

დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ფიფიამ ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს  სახეში სილა გააწნა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics