|
2016-08-05 01:00:29, 2275 ნახვა
სპეციალური ანონსი
5 აგვისტოს სპეციალური ანონსი
5 აგვისტოს, 10:00 საათზე, ალგეთის ბაზაზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის (BCT) რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები მიულოცავენ. 5 აგვისტოს, 10:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში “ კონფერენცია - საქართველოს ენერგეტიკული სექტორი - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები გაიმართება. 5 აგვისტოს, 13:00 საათზე, ეკონომიკის სამინისტროსთან გაიმართება გაერთიანებული ოპოზიციის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან გუნავას და მუხაძისა და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობის ერთობლივი საპროტესტო აქცია საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით. 5 აგვისტოს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. კანდიდატებს საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თელავში წარუდგენს. მის: თელავი, ჩოლოყაშვილის ქუჩა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)