11:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 20:01:20, 733 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიელ კოლეგას მარსელო რებელო დე სუსას შეხვდა

ბრაზილიაში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიელ კოლეგას მარსელო რებელო დე სოუსას შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პორტუგალიელი მონიტორების ჩართვის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ხაზგასმით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიამ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღო.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოება ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში პორტუგალიელების დახმარება იყო.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ,,არსებითი პაკეტის" პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, პორტუგალიის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მარსელო რებელო დე სუსამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პორტუგალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა პორტუგალიას ამ პოზიციისთვის და ლუსოფონიკის ქვეყნებში არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა სთხოვა. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებს.

გიორგი მარგველაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა და პორტუგალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დაპატიჟა.

შეხვედრას საქართველოს დელეგაციიდან ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics