2016-08-04 16:28:48, 694 ნახვა
საზოგადოება
მიმართვა პრეზიდენტს: არ დაუშვათ ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებული რეფერენდუმი
საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტს პეტიციით მიმართავს, რომ არ დანიშნოს ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებული რეფერენდუმი.
პეტიაციას ამ დროისთვის ხელს 561 ადამიანი აწერს. მათ შორის არიან ჟურნალისტები, იურისტები, ექიმები, ფსიქოლოგები, მსახიობები და ა.შ.
შეგახსენებთ, მმართველ გუნდს ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში რამდენიმე თვის წინ აქვს ინიცირებული, მაგრამ საკითხი კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრაზე არ გასულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან