11:37 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 22:38:32, 852 ნახვა

პოლიტიკა
კახი კალაძე: „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსებაა

რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა.

კახა კალაძის განცხადებით, ქვემო ქართლია სწორედ ის რეგიონი, სადაც ერთიანობა ყველაზე მეტად იგრძნობა.

"მახარებს თქვენთან შეხვედრა. იმედით მავსებს ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ერთად დიდი ძალა ვართ. ჩვენ ერთმანეთი ბრძოლაში უკვე გამოვცადეთ - 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, გავათავისუფლეთ ქვეყანა, ერთად აღვიდგინეთ ღირსება, ერთად დავიწყეთ ახალი საქართველოს შენება. 2012-ში ჩვენ ერთად დავანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველო თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა, თავისუფალი ადამიანი კი შემდგარი ქვეყნის უმთავრესი საფუძველია! მაშინ თითოეული ჩვენგანი საქართველოს დაუმარცხებელ ჯარისკაცებად ვიქეცით და ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხვას გადავარჩინეთ! „ქართული ოცნებაა“ დღეს ერთადერთი სამართლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე რეალურად ზრუნავს. ჩვენ ვართ მმართველი პოლიტიკური ძალა ადამიანური სახით, რადგან „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსება, კანონმორჩილება და წესრიგი, ქმედითობა და შედეგზე სწორი ორიენტაციაა“,-აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics