|
2016-08-03 20:51:13, 940 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქობულეთში ყურძნის მოსავლის აღებაში ჩაერთო და ღვინის სახლი დაათვალიერა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში გასვლის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლაშა კომახიძესთან ერთად ა(ა) იპ აგროსერვის ცენტრში საადრეო სასუფრე ყურძნის მოსავლის აღებაში ჩაერთო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა 2013 წელს გაშენდა და მას ყოველწლიურად ემატება ყურძნის სხვადასხვა ჯიშები. გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში 5 ჰა ფართობზე 32-მდე ქართული და უცხოური ვაზის ჯიშია გაშენებული. დაგეგმილია უძველესი ყურძნის ჯიშების გაშენება. მიმდინარე წელს ადგილზე 3000 ძირი სასუფრე ვაზის ნერგი გამოიყვანეს, რომლებიც ფერმერებს მინიმალურ ფასად გადაეცა. დღესვე ზურაბ პატარაძემ ცენტრში არსებული სადემონსტრაციო ღვინის სახლი დაათვალიერა, სადაც ადგილზე მოყვანილი საღვინე ჯიშების მოსავლიდან სადემონსტრაციო ღვინო იწარმოება. მარანი ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეგიონში აგრობიზნესის განვითარების მიზნით გაკეთდა. ღვინის სახლში განთავსებულია რეწვის ნიმუშები, საგამოფენო დარბაზი და ეთნოგრაფიული კუთხე. უახლოეს პერიოდში ამოქმედდება საინფორმაციო ცენტრი, სადაც აგროტურიზმით დაინტერესებულ პირებს აჭარის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. სამომავლოდ ღვინის სახლის სერვისებში შევა აგრო ტურები, ღვინის დაყენების ტექნოლოგიების გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია. მოეწყობა ვინოთეკა, სადაც წარმოდგენილი იქნება მშრალი, ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოების ოცდაათამდე სახეობა. აქვე სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქართული ტრადიციული კერძების მომზადებაში. ღვინის სახლის სამუზეუმო კუთხეში ხიხანის ციხეზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალისა და ნივთების გაცნობა-დათვალიერებაა შესაძლებელი. საკონფერენციო დარბაზში კი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ღვინის ტექნოლოგიის სწავლება-კონსულტირება მოხდება. ეწყობა სასოფლო-სამეურნეო კუთხე, სადაც ქართული პროდუქცია გამოიფინება.
(NS)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)