2016-08-03 12:45:47, 798 ნახვა
საზოგადოება
ვანესა მეის კონცერტთან დაკავშირებით, დამატებითი მატარებელი დაინიშნა
6 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე ვანესა მეის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი დაინიშნა.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 4 ვაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს.
მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 10:25, ურეკში ჩავა 14:51. ურეკიდან გამოვა 7 აგვისტოს 02:00 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:20. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.
საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან