17:03 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 19:05:49, 838 ნახვა

საზოგადოება
იორდანია, განათლების სისტემის რეფორმის კუთხით, საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს

იორდანია, განათლების სისტემის რეფორმის კუთხით, საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე-პრემიერის, განათლების მინისტრ მუჰამად სნეიბათის შეხვედრისას აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო პროგრამების მიმართულებით, თანამშრომლობა შედგება საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრთან, მათ შორის ისეთ პროფესიებზე, როგორიცაა ტექნოლოგიები, არქეოლოგია, არაბისტიკა და ა.შ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილი ფუნდამენტური რეფორმების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს, უმაღლესი განათლების სისტემა მოთხოვნაზე მეტად ორიენტირებული გახდეს, ხოლო მეორეს მხრივ, პროფესიულ განათლებაში, სახელმწიფომ, კერძო სექტორთან ერთად, გერმანული ე.წ დუალური განათლების მოდელით, დააფინანსოს მოთხოვნადი პროფესიების სწავლება.

იორდანიის ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველო, რეგიონში, განათლების სისტემის რეფორმების კუთხით ლიდერია და იორდანიის სურვილია, გაიზიაროს გამოცდილება, რათა თავადაც გახდეს რეგიონული ლიდერი. მუჰამად სნეიბათმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიაში მიიწვია და აღნიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტი, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics