04:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 16:55:54, 1754 ნახვა

ეკონომიკა
„ქართული ლუდის კომპანია“ ახალი ენერგეტიკული სასმელის - „რედ რეინის“ გაყიდვას იწყებს

დღეს, ლუდსახარშ „ზედაზენში“  მედიის წარმომადგენლები ახალი ენერგეტიკული სასმელის წარმოების პროცესს დაესწრნენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,  მათი მიზანი იყო მომხმარებლისთვის შეეთავაზებინათ ხარისხიანი, სანდო პროდუქტი.

ენერგეტიკული სასმელი „რედ რეინი“ გაყიდვაში ხვალიდან გავა და მისი ღირებულება მხოლოდ 1 ლარი იქნება.

„ეს არის RC Cola-ს  ამერიკული წარმოების პროდუქტი, რომელსაც ზედამხედველობას უწევს ამერიკული მხარე. შესაბამისად, ენერგეტიკული სასმელი „რედ რეინის“ ხარისხი საკმაოდ მაღალია. რაც მთავარია, ქართულ სავაჭრო ობიექტებში ენერგეტიკული სასმელი ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება“,-განაცხადა კომპანია „ქართული ლუდის“ დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა.

ცნობისთვის, ენერგეტიკული სასმელი „რედ რეინი“ ცნობილი ამერიკული კომპანია RC Cola-ს ერთ-ერთი ბრენდია. 2016 წლის მაისიდან „ქართული ლუდის კომპანია“ საქართველოში  „რედ რეინის“ ოფიციალური მწარმოებელი გახდა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics