2016-07-29 19:10:35, 845 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის „სოფტექნიკ“-ის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქალაქ ზუგდიდის სოხუმის ქუჩაზე მდებარე „სოფტექნიკ“-ის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ჩასახლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დევნილებმა მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ თვიმმართველობასთან ერთად კოორდინირებული მუშაობით დევნილების პრობლემების მოგვარების გზებს განიხილავს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან