2016-07-29 18:55:13, 636 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა მთაწმინდის რაიონში სალომე ზურაბიშვილს მაჟორიტარობის კანდიდატი არ დაუპირისპიროს
„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა მთაწმინდის რაიონში სალომე ზურაბიშვილს მაჟორიტარობის კანდიდატი არ დაუპირისპიროს“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვოლსკის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს,რომ ზურაბიშვილის ყოფნა პარლამენტში ქვეყნისთვის კარგი იქნება.
„პრემიერ-მინისტრს აქვს მოსაზრება, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი ინტელექტუალური მონაცემებით, განვლილი საქმიანობის ფართო სპექტრით კარგი იქნება, იყოს პარლამენტში. ამიტომ, გაჩნდა მოსაზრება, რომ კანდიდატი "ქართულმა ოცნებამ" არ დააყენოს მთაწმინდაზე, რასაც პრინციპში მეც ვეთანხმები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს“,- აღნიშნა ვოლსკიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან