|
2016-07-29 15:12:43, 1332 ნახვა
კომენტარი
კახიძე: NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ ენმ ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივაა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ოთარ კახიძის განცხადებით, NDI-ის კვლევამ გამოკვეთა, რომ ენმ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც გეგმა, ხედვა და შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია. "NDI-ის კვლევამ გამოკვეთა, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე სურათია. იზრდება უმუშევრობა, არის სიღარიბე, უიმედობის განცდა და ხელისუფლება ამ პრობლემებს ვერ პასუხობს. ეს კვლევაში ცალსახად დადასტურებულია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივაა, რომლესაც გეგმა, ხედვა და შესაბამისი კომპეტენცია აქვს, თუ როორ გამოიყვანოს ქვეყანა შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან, როგორ შეამციროს უმუშევრობა, გაზარდოს პენსია და იაროს წინ", - განცხადა კახიძემ. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, იმ ამომრჩევლებიდან გამოკითხულთა 32%, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო 26% - „ნაციონალურ მოძრაობას“. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 6%-მა არ იცის, 2% არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას. 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)