2016-07-29 14:33:46, 669 ნახვა
საზოგადოება
დიუმას ქუჩის №13-ში ორსართულიანი სახლის პრევენციული კონსერვაციის ღონისძიებები იწყება
კრწანისის გამგეობა დიუმას ქუჩის №13-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პრევენციული კონსერვაციის ღონისძიებებს იწყებს.
მწვავედ ავარიული, თითქმის ორსაუკუნოვანი შენობა კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლია.
სახლში 9 ოჯახი ცხოვრობს. ავარიული შენობა, სპეციალისტებთან ერთად, კრწანისის გამგებელმა დაათვალიერა. გიორგი კოპალეიშვილმა სახლის ბინადრებს დროებით საცხოვრებელ ფართში გადასვლა და ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან