01:01 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 17:35:24, 1161 ნახვა

სამართალი
მოსამართლე: თუ პოლიტიკური ნება იქნება ყველა კითხვას პასუხი გაეცემა

ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სრული შემადგენლობით მთავარ პროკურატურატურაში გამოკითხვაზე სიარული უხდებათ მიანიშნებს სიტუაციის არაჯანსაღობაზე, - ამის შესახებ საკოსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ კონსტანტინე ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ის პროკურატურას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას გაუზიარებს.

„პროკურატურას გავუზიარებ იმ ინფორმაციას, რომელიც სრულად გამაჩნია მათ შორის ვისაუბრებ კონკრეტულ გვარებზე. ვადასტურებ, რომ ჩემს შემთხვევაში არ არსებობს რაიმე გარრემოება, რომელიც მე გადაწყვეტილების მიღებაში დამაბრკოლებდა. არ ვიცი პროკურატურას დღეს რა ინფორმაცია გააჩნია თუმცა რაც მაქვს და მიზანშეწონილად მიმაჩნია პროკურატურას გავუზიარებ. აღნიშნული დეტალების შესახებ ვიცი ჩემი კოლეგებისგან და მათ შორის იმ კონკრეტული მოსამართლისგან“, - განაცხადა კონსტანტინე ვარძელაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე ხორციელდება თუ არა მასზე ზეწოლა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხს არ გასცემს. თუმცა, მისივე თქმით, „ეს არ უნდა იყოს აღქმული როგორც არაპირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება“.

„ვენდობი იმ პროფესიონალებს, რომლებიც აქ მუშაობენ და დარწმუნებული ვარ თუ იქნება შესაბამისი პოლიტიკური ნება, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ვარძელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics