07:04 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 15:36:40, 534 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო მიიღო, რომელიც თბილისს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების - "ამბასადორიალი 2016" ფარგლებში ეწვია.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უნგრეთი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარები,ასევე, მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.

„უნგრეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ჩვენი თანამშრომლობის მრავალასპექტს მოიცავს - დაწყებული ორმხრივი ვიზიტების დინამიკით, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობების გაძლიერებით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთთან თანამშრომლობა, როგორც ვიშეგრადის ჯგუფის ფორმატში, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ფორმატში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგო ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პრეზიდენტისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის შეხვედრაზე ასევე განიხილეს,  ვარშავის სამიტის შედეგები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც საქართველო ამ პროცესში დგამს.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საუბარი შეეხო საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და გამოითქვა რწმენა, რომ მომავალი არჩევნები  უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით ჩატარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics