07:01 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 15:22:40, 758 ნახვა

პოლიტიკა
რატიანი: ლოგიკურია, რომ პაპუაშვილს პრემიერთან შეხვედრა სურს, ელეპარაკებიან მას, ვისაც იარაღი უჭირავს და არა იარაღს

ლოგიკურია, რომ გიორგი პაპუაშვილს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურს, რადგან ელაპარაკებიან მას, ვისაც უჭირავს იარაღი და არა იარაღს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პაპუაშვილის და პრემიერის შეხვედრა აუცილებელია:

„პროკურატურა დღეს პოლიტიკურ იარაღადაა გადაქცეული ქართული ოცნების ხელში და ბუნებრივია, როცა პაპუაშვილი ამბობს, რომ ის დაელაპარაკება პრემიერს და არა პროკურატურას, ეს ლოგიკურია. ლოგიკურია, რადგან ელაპარაკებიან მას, ვისაც უჭირავს იარაღი და არა იარაღს. ეს ცალსახაა. დღეს უნდა გაირკვეს, რამდენად არსებობს და აქვს ნება პრემიერს, რომ შეცვალოს ვითარება. როგორც ვხედავთ, ამის არანაირი ნება არ არსებობს. მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებელია პაპუაშვილის და პრემიერის შეხვდრა, რათა საბოლოოდ დადასტურდეს, თუ რა მიმართულებას ირჩევს პრემიერი - დარჩება მარიონეტად, თუ საბოლოო ჯამში, შეძლებს და განახორციელებს იმ უფლება მოვალეობებს, რაც უნდა შეასრულოს პრემიერმა“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში მისვლას იქამდე არ აპირებს, სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. საქმე ეხება პაპუაშვილის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics