2016-07-27 13:30:33, 737 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები გაცემული არ არის
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მისი უწყება ჯერჯერობით ქვეყანაში ერთადერთია, რომელმაც კორცხელის შემთხვევას ადეკვატური რეაქცია მისცა.
ხიდაშელის თქმით, კორცხელის შემთხვევასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხი გაცემული არ არის, რის კონტექსტშიც მან იმედი გამოთქვა, რომ „დიდი დრო არ დასჭირდება მომხდარზე სიმართლის გაგებას“.
“ჩვენ შეიარაღებული ძალებიდან დავითხოვეთ სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამწუხაროდ, მომხდარში მონაწილეობდა. მაშინვე გავაკეთეთ განცხადება, რომ არც ერთი წამით არ დავუშვებთ, თავდაცვის სამინისტროს რომელიმე თანამშრომელი რაიმე ტიპის ძალადობაში მონაწილეობდეს. ჩვენ ყველანი ერთად ველოდებით ამ საქმეზე გამოძიების დასრულებას“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან