|
2016-07-27 13:24:02, 1061 ნახვა
რეგიონი
სოფელ ზედა აჭყვაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია
მიმდინარე წლის 8-9 ივლისს ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა აჭყვა დააზიანა. აჭარის მთავრობის ადმინსიტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიწის მასების ჩამოშლის შედეგად დაზიანდა კონცელიძეებისა და ჯინჭარაძეების საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზა. მეწყერმა ასევე საფრთხე შეუქმნა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელ სახლს. გაწმენდითი სამუშაოების დაწყება მეწყრული პროცესების დასტაბილურებამდე ვერ ხერხდებოდა. ადგილზე სამუშაოებს უკვე მეორე დღეა აწარმოებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მიწის მასებისაგან განთავისუფლება. რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც მეწყერმა დააზიანა, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ადგილობრივი კომისიის დასკვნამდე საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოფელ ზედა აჭყვის მკვიდრი სამი ოჯახის ალტერნატიულ ფართში ქირით გაყვანის თაობაზე. ავთანდილ გორგილაძის, ზიანი ცინარიძისა და ამირან კონცელიძის ოჯახები დაბა ჩაქვში იცხოვრებენ. საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხას სრულად ანაზღაურებს ქობულეთის მუნიციპალიტეტი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)