2016-07-27 12:31:31, 552 ნახვა
საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა 64 %-სთვის მისაღებია საქართველოს მიზანი, გახდეს ნატო-ს წევრი
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ გახდეს ნატო-ს წევრი.
NDI-ის კვლევის თანახმად, 22%-სთვის მიუღებელია საქართველოს მთავრობის მიზანი, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს.
კატეგორიას „არ ვიცი“ 27%-მა უპასუხა.
კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან