07:03 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 21:24:48, 708 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი არტურ მიქვაბია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ „აფსნიპრესის“ იუწყება.

მათი ინფორმაციით, ე.წ. მინისტრთა კაბინეტის რიგგარეშე სხდომაზე მიქვაბიამ განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

„თქვენთან ერთად დიდი საქმე დავიწყეთ, თანაც არახელსაყრელ პირობებში, რომლებიც გამოწვეულია საზოგადოების დაყოფითა და სოციალური დაძაბულობით. ყველა ზომა, რომელიც მთავრობა იღებდა, სხვა პირობებში უფრო შესამჩნევი იქნებოდა. საუბარია როგორც ხელფასების მატებაზე, ისე პენსიის ოდენობის მომატებაზე. არ მგონია, რომ სხვა რომელიმე მთავრობას შესძლებოდა უკეთესად გამკლავებოდა იმ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტა ჩევნ მოგვიწია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში და ეკონომიკაში. ეს აღქმული უნდა იყოს როგორც პოზიტივი“, - განაცხადა მიქვაბიამ.

მისივე თქმით, ბრალდებები, რომელიც დეპუტატ ალმას ჯაპუას მიერ მისი მისამართით გაისმა, პროკურატურამ სრულიად უარყო, რასთან დაკაშირებითაც სრული ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, არტურ მიქვაბია თანამდებობას 2015 წლის 20 მარტიდან იკავებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics