2015-03-06 09:48:01, 485 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი კალათბურთელ გურამ მინაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი სპორტსმენის, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის, გურამ მინაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"გურამ მინაშვილი იმ თაობის გამორჩეული წარმომადგენელი იყო, რომელმაც ქართული კალათბურთის ისტორიაში უდიდეს წარმატებებს მიაღწია და წარუშლელი კვალი დატოვა, მათ ლეგენდად ქცეულ თამაშებზე თაობები აღიზარდა.
ვუსამძიმრებ გურამ მინაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს, ქართულ სპორტულ საზოგადოებას",-ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან