02:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 18:10:53, 1068 ნახვა

ეკონომიკა
იორდანიული ავიაკომპანია „Royal Falcon Airlines“ ამანი-თბილისის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს განახორციელებს

ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყების შესაძლებლობას ავიაკომპანია 2016 წლის აგვისტოდან განიხილავს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, "Royal Falcon Airlines"-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისათვის საჭირო სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დღეს გაიმართა. 

როგორც ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა, უახლოეს დღეებში "Royal Falcon Airlines"-ის კუთვნილი ტურისტული კომპანია ქართველ ტურ-ოპერატორებთან გაფართოვებულ შეხვედრას გეგმავს. სწორედ აღნიშნული კონსულტაციების შემდეგ განსაზღვრავს კომპანია თუ რა ტევადობის საჰაერო ხომალდის ტიპით და სიხშირით იფრენს საქართველოს მიმართულებით ზაფხულის სეზონზე. თავის მხრივ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს როგორც ავიაკომპანიასთან ისე იორდანიის საავიაციო ხელისუფლებასთან შესაბამისი დოკუმუნტაციის განხილვისა და ნებართვის გაცემის მიზნით. 

​ავიამიმართულებაზე საკმარისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში "Royal Falcon Airlines" არ გამორიცხავს რეგულარულ ოპერირებაზე გადასვლის შესაძლებლობას.

იორდანიის დედაქალაქ ამანის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანია "Royal Falcon Airlines" რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics