|
2016-07-25 13:22:00, 611 ნახვა
საზოგადოება
„2016 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ პენიტენციურ სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სუიციდური კრიზისიდან 170-ზე მეტი ბრალდებულის და მსჯავრდებულის გამოყვანა მოხერხდა. უწყების ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამის განხორციელებას ევროსაბჭო და ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს. მხარდაჭერის ფარგლებში ევროსაბჭომ 23-24 ივლისს სუიციდის პრევენციის საბჭოს ახლადდანიშნული კოორდინატორებისა და წევრების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საბჭოს ახალმა წევრებმა და სუიციდის პროგრამის კოორდინატორებმა ციხეებში არსებული ვითარება განიხილეს, სუიციდის პრევენციისთვის აუცილებელი აქტივობების გასაძლიერებლად შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრეს და ახალი რეგულაციების დანერგვის გზებზე იმსჯელეს. ევროსაბჭოს საერთაშორისო და ადგილობრივმა კონსულტანტებმა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების პარალელურად ტრენერების გადასამზადებლად სპეციალური პროგრამა და მეთოდოლოგია შეიმუშავეს. შედეგად საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის 800-მდე სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალმა, ციხის დირექტორებმა, მათმა მოადგილეებმა და სხვადასხვა დაწესებულებების მთავარმა ექიმებმა გადამზადების კურსი გაიარეს და სუიციდის პრევენციისთვის განსახორციელებელ აქტივობებზე, ასევე სუიციდის მართვის ტექნიკებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. რაც თავის მხრივ პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდის შემთხვევების მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად. სუიციდის პრევენციის პროგრამა საპილოტე რეჟიმში 2013 წელს N8 დაწესებულებაში ამოქმედდა და ეტაპობრივად ყველა პენიტენციური დაწესებულება მოიცვა. 2016 წლის 11 თებერვალს კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N13 ბრძანების თანახმად პროგრამა ოფიციალურად დამტკიცდა. მიმდინარე წელს პროგრამაში 71 მამაკაცი, 8 ქალი და 1 არასრულწლოვანია ჩართული. (NS)
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)