|
2016-07-25 11:01:04, 1144 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთში გაემგზავრა
საქართველოს დელეგაცია პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი ქალაქ შანხაიში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს და მოხსენებას გააკეთებს საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც 26-27 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით შანხაიში გაიმართება. ბიზნეს ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ჩინური ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთაც საშუალება ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების შესახებ. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები საინვესტიციო პროექტებზე ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, საბანკო და კერძო სექტორის სხვა სფეროებიდან. ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ქალაქ შანხაის პორტსა და ინდუსტრიულ ზონას ეწვევა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნობა. 27 ივლისს პირველი ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ და ჩინური „Silk Road Chamber of International Commerce“-ის ორგანიზებით დაგეგმილ ქართული ღვინის საღამოში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია თანამშრომლობის რამდენიმე მემორანდუმზე ხელმოწერა, კერძოდ: დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინური ორგანიზაციის „Xinhua Net SRICC’s“ პრეზიდენტი ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და ჩინეთს შორის ქართული ღვინის პრომოციის შესახებ E-SilkRoad-ის მეშვეობით. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი 28 ივნისს ძიანსის პროვინციის ქალაქ ნანჩანგში გაგრძელდება. პირველი ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს-ფორუმში, სადაც გაკეთდება პრეზენტაციები საქართველოს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ. ნანჩანგის ბიზნეს-ფორუმი საქართველოს საპარტნიორო ფონდის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის, ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს და ძიანგსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის ორგანიზებით ჩატარდება. ქალაქ ნანჩანგშივე ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის ინიციატივითა და სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოსა“ და „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ქართული ღვინის სახლის „ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრისა და ღვინის სავანე-ჯუნგეს“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში, სადაც ადგილობრივ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ასევე ქართულ კულტურასა და ისტორიას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან.
(NS)
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)