14:00 - 22 Jul, 2026
|
2016-07-23 12:02:58, 1162 ნახვა
სხვადასხვა
მეცნიერების აზრით, ალკოჰოლი კიბოს იწვევს
ალკოჰოლი კიბოს გამომწვევი მიზეზია, - ამის შესახებ ჟურნალი Addiction ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტის გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, კვლევის მიხედვით, იმ დაავადებებს, რომლებსაც ალკოჰოლის მიღება იწვევს, მიეკუთვნება ასევე პირ-ხახის, ხორხის, საყლაპავის, ღვიძლის, ნაწლავის, სწორ-ნაწლავის და ძუძუს კიბოც. მეცნიერების აზრით, 2012 წელს მსოფლიოში გარდაცვლილთა 5,8% კიბოთი დაღუპულებმა შეადგინა. კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი რისკები ალკოჰოლის დიდი დოზით მოხმარებასთანაა დაკავშირებული. თუმცა, მეცნიერების თქმით, ალკოჰოლის ზომიერი და იშვიათი მიღებაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)