14:00 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 10:30:31, 1323 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: მიუნხენის ტრაგედია მორიგი სიგნალია, რომ ყველას მეტი აქტიურობა გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში მომხდარი ტერაქტის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

“მწუხარებას გამოვთქვამ მიუნხენში მომხდარი ტერაქტის გამო. ტერორისტთა ტყვიებს კვლავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ.

მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, გერმანელ ხალხსა და გერმანიის მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო. გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში.

მიუნხენის ტრაგედია მორიგი სიგნალია, რომ ყველას ერთად მეტი აქტიურობა და მოქმედება გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ცნობისთვის, წუხელ პოლიცია ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში სროლების შედეგად შვიდი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. მანამდე სხვადასხვა გერმანულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია 15 დაღუპულის შესახებ. "დოიჩე ველე" თავდაპირველად პოლიციის დასტურის გარეშე ასევე თვითმხილველებზე დაყრდნობით 15 გარდაცვლილზე წერდა.

მიუნხენში გუშინდელი სროლების გამო, განსაკუთრებული მდგომარეობა გამოცხადდა.

„დოიჩე ველე“ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიუნხენში სროლები სამ ადგილზე განხორციელდა - ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, ჰანაუერშტრასისა და რისშტრასეს ქუჩებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics