|
2016-07-23 00:38:27, 643 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: აღშფოთებული ვარ, მიუნხენის საზარელი ტერაქტის გამო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას ეხმიანება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. "აღშფოთებული ვარ, მიუნხენის საზარელი ტერაქტის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი ფიქრებით და ლოცვით თავდასხმის მსხვერპლის და მათი ოჯახების გვერდით ვართ," - წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე. ცნობისთვის, მიუნხენის პოლიცია ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში სროლების შედეგად შვიდი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. მანამდე სხვადასხვა გერმანულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია 15 დაღუპულის შესახებ. Abendzeitung თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს რომ გარდაცვლილები 6 ზე მეტია. ხოლო "დოიჩე ველე" თავდაპირველად პოლიციის დასტურის გარეშე ასევე თვითმხილველებზე დაყრდნობით 15 გარდაცვლილზე წერდა. მიუნხენში დღევანდელი სროლების გამო, განსაკუთრებული მდგომარეობა გამოცხადდა. „დოიჩე ველე“ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიუნხენში სროლები სამ ადგილზე განხორციელდა - ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, ჰანაუერშტრასისა და რისშტრასეს ქუჩებზე. პოლიცია ასევე მოუწოდებს მოსახლეობას არ გამოვიდნენ ქუჩაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)