10:55 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 14:22:39, 630 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ მეტეხის ხიდის მიმდებარედ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა მეტეხის ხიდის მიმდებარედ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერეს.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, აუცილებელია ხიდის პანდუსის ერთი ნაწილის სრული რეაბილიტაცია. 

“გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში წყალი აზიანებდა აღნიშნულ მონაკვეთს, აუცილებელია მოხდეს ხიდის პანდუსის ერთი ნაწილის სრული რეაბილიტაცია. ამისთვის იხსნება საფარი, მოხდება ხუთი ახალი კოჭის დამზადება, ჩამოტანა და დამონტაჟება, შესაბამისად, ხიდის მდგრადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, გახდება უფრო უსაფრთხო, კომფორტული და ის პრობლემები, რაც გადაადგილების თვალსაზრისით ჰქონდათ მძღოლებს, აღმოიფხვრება თავიდან ბოლომდე. ძალიან ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება სამუშაოები, რათა ზაფხულის პერიოდი გამოვიყენოთ მაქსიმალურად და სექტემბრის დასაწყისისთვის დავასრულოთ სამუშაოები,”- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა მეტეხის ხიდთან,  მტკვრის უბესთან არსებული ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო.

ხიდი გადახურულია რკინა-ბეტონის მონოლითური ფილით, რომელიც დასკვნის საფუძველზე მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია და  რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას საჭიროებს.

განხორციელდება არსებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟი და მის ნაცვლად მოეწყობა ახალი სახიდე გადასასვლელი (ახალი 4 ხიმინჯით). ასევე, მოხდება არსებული ქვის მოაჯირების დემონტაჟი (გაფართოვდება ტროტუარი) და მოეწყობა სავალი ნაწილის ჰიდრო-იზოლაცია. 

სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „ენ-სი-სი“ აწარმოებს და მისი ღირებულება - 404 919 ლარია. მდ. მტკვრის უბესთან არსებული ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics