|
2016-07-22 14:02:46, 572 ნახვა
საზოგადოება
მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, გიორგი ლომინაძის კი სტაბილურად მძიმეა
„მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო გიორგი ლომინაძის სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ექიმმა ანჟელა ორჯონიკიძემ ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა. ექიმის განცხადებით, ლომინაძე მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამასთან, როგორც ექიმმა აღნიშნა, გიორგი ლომინაძის ორსული მეუღლე მძიმე დაზიანებებით მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. „მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გიორგი ლომინაძის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, მართვით სუნთქვაზეა და ასევე რეანიმაციულ განყოფილებაშია. რაც შეეხება, გიორგი ლომინაძის მეუღლეს, რომელიც ორსულია, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია, მძიმე დაზიანებებით, არასტაბილური ზემო დინამიკით რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა. მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს, ასევე გადმოყვანილია მძიმე დაზიანებებით მართვით სუნთქვაზე და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ყველა პაციენტზე მიმდინარეობს მონიტორინგი და ადეკვატური სამედიცინო ჩარევა“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ანჟელა ორჯონიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)