10:56 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 19:30:19, 588 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს დეპუტატმა ზაზა კოლელიშვილმა საჩუქრები გადასცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს  თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა  დეპუტატმა  ზაზა კოლელიშვილმა  ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია „გვირილა პლიუსის“  მხარდაჭერით საჩუქრები გადასცა. 

სტუმრები მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ, მათ N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების სასწავლო ოთახები, სპორტული დარბაზი და დაწესებულების ბიბლიოთეკა დაათვალიერეს, ასევე,  მოინახულეს მინანქრისა და   ხეზე კვეთის სახელოსნოები. 

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა კოლელიშვილის განცხადებით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ.  

„სხვადასხვა დაწესებულებებში ნამყოფი ვიყავი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას  პირველად ვესტუმრე და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დავინახე,  როგორ ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი იმ ადამიანებზე, რომლებმაც ცხოვრებაში ცოტა წაიბორძიკეს. აქ ახალგაზრდების მომავალზე ფიქრობენ, სტიმულს აძლევენ,  რომ მომავალისთვის უკეთესი პირობები შეიქმნან.  მომხიბლეს  იმ ადამიანებმა, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ. ყველაზე მეტად კი არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვმა გამახარა.  მახსოვს ძველი პერიოდი და რადიკალურად განსხვავებული ციფრები.  დღეს კი ამ დაწესებულებაში  მხოლოდ 17 მსჯავრდებულია. ნანახმა იმედით ამავსო,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ზაზა კოლელიშვილმა. 

სტუმრებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს ტანსაცმელი, პირადი მოხმარების ნივთები და ტკბილეული გადასცეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics