10:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 15:23:52, 659 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ სატეხიის მოსახლეობას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს ხელვაჩაურის სოფელ სატეხიის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ადგილობრივები დაზიანებული სოფლის გზის მოწესრიგებას ითხოვდნენ, დღეს ეს გზა უკვე აღდგენილია. სოფელ სატეხიის მკვიდრთა მთავარი მოთხოვნა გაზიფიცირების მიმართულებით მხარდაჭერა იყო. რეგიონის ხელმძღვანელი ინდივიდუალურად გაესაუბრა და მოისმინა მათი პრობლემები. მთავრობის კუთხით ყველა შესაძლო რესურსი იქნება გამოყენებული, რათა ერთგვარი მედიატორის როლი განახორციელოს ადგილობრივ გამგეობასა და ბუნებრივი აირის კომპანიას შორის.

"დავდივართ კარდაკარ და ხალხში, რომ ვნახოთ და აღვრიცხოთ რა საკითხები აწუხებს მოსახლეობას. თქვენთან გვერდში დგომით, თქვენთან ერთად უნდა მოვაგვაროთ ყველა გადასაჭრელი საკითხი, მაგრამ მოგვეცით იმის საშუალება, რომ არსებული ვითარებიდან ვიპოვოთ გამოსავალი; არსებული შესაძლებლობებიდან მაქსიმალურად წავწიოთ საქმე წინ'' - განაცხადა შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ. 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელმა კირცხალიამ, მორიგი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და ქვეყნის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics