|
2015-03-05 13:51:20, 1118 ნახვა
ეკონომიკა
ხადურის მტკიცებით, ბიუჯეტში იანვარ-თებერვლის შემოსულობები წინა წლის იგივე მაჩვენებელს 143 მილიონი ლარით აღემატება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისგან იანვარ-თებერვლაში ბიუჯეტის შესრულების საკითხზე ინფორმაცია მოისმინა. როგორც ხადურმა აღნიშნა, იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა მილიარდ 47 მილიონი ლარი შეადგოინა,რაც წლიური გეგმის 13 %-ია. მისივე განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობებმა სულ მილიარდ 339 მილიონ 100 000 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელს 143 მლნ ლარით აღემატება. "იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა მილიარდ 47 მილიონი ლარი,რაც წლიური გეგმის 13 %-ია.სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახდაო შემოსავლები წლიური გეგმის 13.4 %-ია. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობებმა სულ შეადგინა მილიარდ 339 მილიონ 100 000 ლარი, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელს 143 მლნ ლარით აღემატება. ეს არის პირველი კვარტლის გეგმის 60.9 %, ხოლო წლიური გეგმის 13.5%.სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულია ხარჯი მილიარდ 295 მლნ 700 000 ლარი.რაც პირველი კვარტლის გეგმის 60%-ია.ხოლო წლიური გეგმის 13.5%. წელს იანვარ-თებერვლაში 148 მლნ ლარით მეტია დახარჯული, ვიდრე 2014 წლის იგივე პერიოდში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიერ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გაწეულმა ხარჯმა 87.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია შარშან იმავე პერიოდთან განხორციელებულ ხარჯებთან შედარებით და წლიური გეგმის დაახლოებით 9%-ია.ხოლო კვრატლის გეგმის 65.6%.ასევე გასათვალისწინებელია რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარდა ინფრასტრუქტურის ხარჯები აქვს სხვა სამინისტროს და უწყებებს",-განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისივე ინფორმაციით, განათლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სამინისტროებს ბიუჯეტის ათვისების კუთხით, გარკვეული ჩამორჩენა აქვთ. "თანხობრივად მნიშვნელოვანი ჩამორჩენა არ არის. სხვა სამინისტროების ხარჯები ამ მიმართულებით შედარებით დაბალია.თუმცა გააქტიურება ნამდვილად კარგი იქნება.ეს განსაკუთრებით ეხება განათლების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის ჯანდაცვის სამინისტროებს.მნიშვნელოვანია სსიპების მიერ ხარჯების დაჩქარება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)