|
2016-07-20 11:43:55, 1505 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან მოვალეობები შეუწყვიტეს
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს, - ამის შესახებ Euronews-ი იუწყება. მედია საშუალებსი ინფორმაციით, სიაში სამხედროები, პოლიციელები, მასწავლებლები, უნივერსიტეტის დეკანები და ჟურნალისტები არიან. გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამსახურიდან 15 ათასი მასწავლებელი, 1 500 დეკანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 000-მდე თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს 1 500 თანამშრომელი და პრემიერ-მინისტრის ოფისის 250-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც BBC წერს, თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიმართ არასაკმარისად ლოიალურები არიან. ოფიციალური ანკარის განცხადებით, ყველა ეს ადამიანი აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერია, რომელსაც ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს. ცნობისთვის, თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა. ამასთან, დაკავებულია 6 000 სამხედრო პირი, 9 000 სამართალდამცველი სამსახურიდან დათხოვილია, 3 000 ათასამდე მოსამართლეს კი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება შეუწყდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)