|
2016-07-20 11:16:14, 1784 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ავიადარტყმის შედეგად, 56 ადამიანი გარდაიცავალა, მათ შორის 11 ბავშვი
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მანბიჯში ავიადარტყმის შედეგად 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, გარდაცვლილთა შორის 11 ბავშვია. როგორც უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, საჰაერო დარტყმები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ განახორციელა. ქალაქი მანბიჯი “ისლამურ სახელმწიფოს” აქვს დაკავებული. მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი ალეპოს პროვინციის ქალაქ ალ-ტუხარში ცდილობდნენ გაქცევას. კოალიციის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მანბიჯის მახლობლად ავიადარტყმები განახორციელეს და ამბობენ, რომ მშვიდობიანი მცხოვრებლების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)