|
2016-07-19 15:52:08, 1289 ნახვა
სხვადასხვა
პრემიერის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტრომ "9+1"-ის გადამღებ კომპანიას 1 თვით 15 სამხედრო პერანგი გადასცა
მრავალსერიანი მხატვრული ფილმის "9+1" გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენი" 1 თვით, სამხედრო მოსამსახურის 15 ცალი მოკლემკლავიანი პერანგით უზრუნველყო. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "კ" ქვეპუნქტის თანახმად, შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენის" მიერ მრავალსერიანი მხატვრული ფილმის 9+1-ის გადაღების მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს "ლე ხაინდრაო პროდაქშენისთვის" ერთი თვის ვადით, სამხედრო მოსამსახურის 15 ცალი მოკლემკლავიანი პერანგით უზრუნველყოფა", - ნათქვამია პრემიერმინისტრის განკარგულებაში. ცნობისთვის, „ლე ხაინდრაო პროდაქშენის“ წილის 33%-ს სერიალ "9+1"-ის რეჟისორი გოგა ხაინდრავა ფლობს, 33%-ს - გორგასლან ხაინდრავა, 34%-ს კი, ლევან ხაინდრავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)