|
2016-07-19 14:25:34, 1569 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ფლოტმა გადატრიალების მცდელობის შემდეგ 14 გემი დაკარგა
თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალებმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 14 ხომალდთან კავშირი დაკარგა. ამის შესახებ The Times იუწყება. გაზეთის ინფორმაციით, გადატრიალების დროს გემები შავ და ეგეოსის ზღვაში იმყოფებოდნენ. არ არის გამორიცხული, რომ გემების ეკიპეაჟები პუტჩში მონაწილეობდნენ. აქამდე ვერ ხერხდება საზღვაო ძალების სარდლის ადმირალ ვეისელ კიოსელეს პოვნაც. გაუგებარია, მონაწილეობდა ის გადატრიალებაში და პუტჩისტებს ტყვედ ჰყავთ აყვანილი. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 190 მშვიდობიანი მოქალაქე და 100-ზე მეტი მეამბოხე სამხედრო. 1400 -ზე მეტი ადამიანი დაშავებულია. სამართალდამცველებმა გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი 9000-მდე მეამბოხე დააკავეს. გარდა ამისა, 8 500-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მათ შორის 7 899 და ჟანდარმერიის 614 ოფიცერია. ამასთან, თანამდებობები 30 პროვინციის გუბერნატორებმა და 47 ოლქის მმართველებმა დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)