00:18 - 23 Jul, 2026
|
2016-07-19 14:02:09, 1662 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ 278 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სტამბოლის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ 278 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ინფორმაციით, ბრალდებულთა შორის 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერია. მათ მიმართ გამოძიება „სახელმწიფოს წინაღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა“ და „შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის“ ბრალდებით მიმდინარეობს. როგორც BBC-ი პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, 900-ზე მეტი დაკავებულის დაკითხვა ჯერ კიდევ გრძელდება. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სამართალდამცველებმა გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი 9000-მდე მეამბოხე დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)