02:21 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 12:19:38, 443 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტრთა შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) ეგიდით 2016 წლის 18-20 ივლისს, ქ. ნიუ-იორკში იმართება. 2016 წლის 18 ივლისს, მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით გამოვიდა HLPF-ის გენერალურ დებატებზე.
 
"აღსანიშნავია, რომ HLPF გლობალურ დონეზე მდგრადი განვითარების დღის წესრიგის (Agenda 2030 for Sustainable Development) განხორციელების შეფასებისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ განხილვების ცენტრალურ პლატფორმას წარმოადგენს. მიმდინარე წლის HLPF-ის მთავარი თემაა - „Ensuring that no one is left behind", რომელიც, ამავდროულად, მდგრადი განვითარების ახალი დღის წესრიგის  ფუძემდებლური პრინციპია.
 
თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა  მოსახლეობის ყველა ჯგუფის დაცვის მნიშვნელობაზე და ისაუბრა უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევის შესახებ.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მდგრადი განვითარების გეგმების შესრულების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საჭიროებებზე, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების მუდმივ დარღვევებზე, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვებზე. ამ კუთხით, დავით ზალკალიანმა, ასევე ყურადღება გაამახვილა სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე",-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

HLPF-ის ფარგლებში, 19 ივლისს, მინისტრის პირველი მოადგილე  მდგრადი განვითარების დღის წესრიგის (Agenda 2030) განხორციელების კუთხით საქართველოში დღემდე გადადგმული ნაბიჯების შესახებ პირველ ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშს (National Voluntary Review) წარადგენს
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics