|
2016-07-19 12:18:20, 1064 ნახვა
სხვადასხვა
დიდუბის რაიონის მოსახლოებას 7 ახალი სკვერი ექნება
დიდუბის რაიონში, 7 ახალი მოსასვენებელი სკვერი ეწყობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირ N181-ში, გოგოლაურის ქ. N18-ში, წერეთლის გამზირ N87-79-ს შორის, ახმატელის ქ. N6-ში, ლუბლიანას ქუჩა N.11-ში , ასევე დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-14-სა და მე-5 კვარტლის მე-20 კორპუსებთან სკვერების მოწყობის სამუშაოები პროექტის მიხედვით მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიები დასუფთავდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაგვისგან, განხორციელდა დაზიანებული ბორდიურების დემონტაჟი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრანიტის ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოები. სკვერებში პატარებისთვის გასართობი ზონაც იქნება. კაუჩუკის ხელოვნურ საფარზე დამონტაჟდება გასართობი საბავშვო ატრაქციონი სასრიალოებით, კარუსელითა და საქანელებით. სკვერებში სამუშაოების დასრულების შემდგომ, დიდუბის მოსახლეობას დამატებით 7 ახალი კომფორტული მოსასვენებელი ზონა ექნება. ( NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)