23:10 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 11:57:25, 567 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეწვია და უწყების საქმიანობას გაეცნო.

თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული უწყებაა და მას გამართული მენეჯმენტი ჰყავს. ვიცი, რომ სამინისტრო რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. ამ დღეებში ბევრი დადებითი შეფასება მოვისმინე თქვენი მისამართით, რითაც ძალიან მოხარული ვარ. მადლობას გიხდით განვლილი საქმიანობისთვის და მომავალში კიდევ მეტ წარმატებას მივაღწევთ“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ დეპარტამენტებში გადაინაცვლა, თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობას გაეცნო.

„ჩვენ გავაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს და მოსახლეობის წინაშე აღებულ ვალდებულებას ბოლომდე მივიყვანთ. აგვისტოს თვიდან აქტიურად დავიწყებთ მუშაობს 2017 წლის პროგრამების შემუშავებაზე, მოხდება ყველა მნიშვნელოვანი საკითხის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ასახული იქნება მომავალი წლის პროექტებში. სამინისტრო, საბოლო გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს“, - განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.

 

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics