|
2016-07-18 16:33:01, 1637 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში 8 500-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 8 500-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს შორის პოლიციის 7 899 და ჟანდარმერიის 614 ოფიცერია. ამასთან, თანამდებობები 30 პროვინციის გუბერნატორებმა და 47 ოლქის მმართველებმა დატოვეს. BBC-ს ცნობით, გათავისუფლებული სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებებში ღამით დაიბარეს და მათ იარაღი და პოლიციის მოწმობები ჩამოართვეს. თურქეთში ამბოხთან დაკავშირებით სულ 6 000 ადამიანი დააკავეს, მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნები, მოსამართლეები და პროკურორები. ცნობისთვის, სამხედრო გადატრიალების შედეგად, თურქეთში 290-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 190 მშვიდობიანი მოქალაქე და 100-ზე მეტი მეამბოხე სამხედრო. 1400 -ზე მეტი ადამიანი დაშავებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)