|
2016-07-18 15:47:51, 1373 ნახვა
კომენტარი
სოსო ფხაკაძე: თუ თურქეთში არასტაბილური გარემო გაგრძელდება, ის საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება
"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, თურქეთი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და იქ არსებული არასტაბილური მდგომარეობა, საქართველოზე ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. ამიტომ, ფხაკაძე მიესალმება, რომ თურქეთში ვითარება მოკლე დროში დასტაბილურდა: "დღევანდელ, 21-ე საუკუნეში არ შეიძლება რომელიმე ქვეყანა ცალკე აღებული ვითარდებოდეს, ის ჩართულია გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში, თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ჩვენთვის და არა მარტო სავაჭრო პარტნიორი და ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მოკლე დროში დამთავრდა, თორემ ცალსახად ის იმოქმედებდა საკმაოდ ნეგატიურად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი სწრაფად დასრულდა, რაიმე გართულებას არ ველოდებით. თუ გაგრძელდება ნებისმიერი არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო ჩვენს ერთ-ერთ სავაჭრო პარტნიორში, როგორიცაა თურქეთი, ის დადებითად ვერ ერთ შემთხვევაში ვერ იმოქმედებს საქართველოზე და ამის მოწმეები რამოდენიმეჯერ უკვე გავხდით. ჩვენ უკვე რამოდენიმეჯერ გავიგეთ, თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენენ სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები ყველაზე მინიმუმ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე",-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)