08:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 14:25:37, 735 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და GIZ-ს შორის „შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის - „შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის  შესახებ“ ურთიერთგაგების  მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს  ხელი მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ, GIZ-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა მარი შეფერმა და GIZ-ის პროგრამის „მიგრაცია განვითარებისთვის“ დირექტორი რალფ ზანფტენბერგმა მოაწერეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი სამი  წლის ვადით გაფორმდა და ითვალისწინებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და GIZ-ის  თანამშრომლობას - შრომის  ბაზრისა და მიგრაციის  მართვის, შრომითი მიგრაციის პოლიტიკის სრულყოფის და დროებითი ლეგალური  (ცირკულარული) შრომითი  მიგრაციის ორგანიზების საკითხებზე. კერძოდ, მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს: დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფა, შრომითი მიგრაციის  მონაცემთა ბაზისა და მისი  მართვის მეთოდოლოგიების  შემუშავება, „შრომითი მიგრაციის შესახებ“  საქართველოს კანონის განხორციელების ხელშეწყობა.

„შრომითი მიგრაციის შესახებ“  საქართველოს კანონის მიზანია საქართველოში შეიქმნას შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ეფექტური საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებასა და გამორიცხავენ არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევებს.

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics