00:23 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 11:35:28, 568 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ყოფილ პატიმართა მონაწილეობით, ოთხთა ტურნირი გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ორგანიზებით, ბათუმში, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით ოთხთა ტურნირი გაიმართა. 

ამხანაგურ მატჩებში ერთმანეთს ადგილორბივი თვითმმართველობის გუნდები და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარები - ყოფილი პატიმრები - დაუპირისპირდნენ.

ცენტრის ინფორმაციით, მატჩები ბათუმის ბულვარის სტადიონზე გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს მედლები და თასები გადაეცათ.

ოთხთა ტურნირში მონაწილეობდნენ: სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი"; ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი; აჭარის პრობაციის ბიუროს; აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

ამხანაგურ ტურნირში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის გუნდმა გაიმარჯვა.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს „ყოფილ პატიმართა რეაბილიაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას", რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ მეტად ჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახების წევრების დახმარებაც. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics